|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვისთვის გრძელდება საახალწლო არდადეგები 10 იანვრამდე? - დეტალები

 ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

ავტორი: