"შეჩერდეს გამოსახლება"- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა
ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. ქუთაისელი და ბათუმელი იპოთეკური სესხით დაზარალებულები გამოსახლეობის პორცესის შეჩერებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა მოხდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლიც არ დააზრაალებს, არც მოსახლეობას და არც ბანკებს.
„მოხდეს მორატორიუმი, შეჩერდეს გამოსახლება, რომ ადამიანები ღია ცის ქვეშ აღარ დარჩნენ. პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომ ჩვენ შევძლოთ დაბალ პროცენტში, გრძლევადიან პერიოდში სესხის დაფარვა. არ ვითხოვთ ჩუქებას, მოვითხოვთ, დაგვეხმარონ, ისე რომ არ დაზარლდენ არც ბანკები“, –აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია შეუერთდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი