|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკვერი დაბინძურებული ტერიტორიის მიმდებარედ - ახალგაზრდა ლეიბორისტებმა ქუთაისში აქცია გამართეს

სუფთა გარემო ახალგაზრდებისთვის, ვითხოვთ წესრიგს!-ამ სლოგანებით  "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ავტოქარხანაში ახლადგახსნილი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია გააპროტესტეს.  

"ქუთაისის მერიამ თავისი პიარი ააგო სკვერების თემაზე, რეალურად ვხედავთ, რომ ავტოქარხნის დასახლებაში გახსნა სკვერი, რომელი არის ანტისანიტარიის კერის მიმდებარედ. აქვე ჩადინება ოღასკურა, რომლის   სანაპიროზე ნაგავი, მწერები,  ქვეწარმავლებია. პატარა ღობე ყოფს ამ ყველაფერს სკვერიდან , რომელიც ბიუჯეტს  277 700 ლარი დაუჯდა, შეიძლებოდა გაწმენდილიყო ეს ყვველაფერი ან გამიჯნულიყო სკვერიდან" -აცხადებს გეგი ახალაძე.  

ავტოქარხანის დასახლებაში  ახალი სკვერის  რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, რომელსაც თვითმმართვეწლობის წარმომადგენლები დაესწრნენ.    ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები. სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა. 

  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა