|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვითხოვთ ხელფასების გაზრდასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას" - ტყიბულში მეშახტეების აქცია იგეგმება

ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, მათი ინფორმაციით, ხვალ მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბებიან და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

„მინდელის“ შახტში დასაქმებულები უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და ხელფასის გაზრდას ითხოვენ. მათი განცხადებით, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სამუშაოებს არ განაახლებენ.

„ჩვენ ვითხოვთ ხელფასების გაზრდასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ჩამოსულები იყო ინსპექტორები, რომლებმაც მდგომარეობა შეისწავლეს და სამუშაოების ეტაპობრივად აღმოფხვრის გეგმა დასახეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შახტა უნდა დაიხუროს, მოხდეს უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრა და შემდეგ განახლდეს შახტის მუშაობა. ამას გარდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა“,- აცხადებს გაბუნია.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ ტყიბულის „მინდელის“ შახტში მომხდარი ინციდენტი შეისწავლა. დასკვნის საფუძველზე მეშახტეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შახტში არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ფოტო: არქივი

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა