|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მადლობა პარტიას! - ირაკლი შენგელია „ქართულ ოცნებას" მადლობას უხდის

ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომელიც მმართველ გუნდს ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე აქვს- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია. ის პარტიის რეგიონალურ კონფერენციაზე პარტიის დელეგატთა შორის  დასახელდა. 

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების”დელეგატი. არჩევნების პირველივე დღიდან ჩემი პოზიცია პარტიის მიმართ ნათელი იყო. მე დიდ პატივს ვცემ იმ ხედვას, რომელიც ქართულ ოცნებას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიღებისთვის გააჩნია. სიამოვნებით ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომელიც მმართველ გუნდს ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე აქვს. როგორც უკვე პარტიის დელეგატი თქვენთან ერთად კიდევ უფრო ბევრ საინტერესო პროექტებს განვახორციელებ. მჯერა, ნდობა რომელიც პარტიამ გამომიცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში იქნება გამყარებული ჩემი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მიღებული შედეგებით. მადლობა პარტიას, დელეგატებს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის" - აცხადებს ირაკლი შენგელია.

ავტორი: ნიუპრესი