ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო დააჯილდოვა. მან შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით. უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს (სიკვდილის შემდეგ)", - თქვა ზელენსკიმ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა