|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი" - ლიტერატურული კონკურსი ქუთაისში

,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“ - ქუთაისის "ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა" კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია: ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა; ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა; ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება და ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება.

კონკურსის თემატიკა შემოდგომა და გიორგობის თვე იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები და პროფესიონალი ლიტერატორები იქნებიან.  თავმდჯომარე კი კონკურსის გასული წლის გამარჯვებული იქნება. კონკურსში მონაწილეობა ყველა ასაკის ავტორს შეეძლება.

კონკურსის მონაწილეებმა ნამუშევრები საჯარო ბიბლიოთეკას ელექტრონული სახით უნდა მიაწოდონ სათაურით „ლიტერატურული კონკურსი“. ნამუშევრების მიღება კვლავ გრძელდება.

გამარჯვებული 15 დეკემბერს გამოვლინდება. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი  დიპლომით დაჯილდოვება და  „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" ლაურეატის ტიტული მიენიჭება. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.

ბიბლიოთეკა საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას უზრუნველყოფს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა