|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წელს ქვეყანაში 57.4 პროცენტით მეტია ვიზიტორი შემოვიდა

  2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ, - ინფორმაციას  სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცრხელებს, 

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი, 51.5 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 709.3 ათასი და 661.8 ათასი ვიზიტი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

რაც შეეხება 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯებს, ის 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 6.1 პროცენტით შემცირდა და 2 292.0 ლარი შეადგინა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა