|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი 2022 გაიმართა. კორეელი ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებას საკუთარ კულტურასა და თვითშემოქმედებას წარუდგენენ.
 წელს კორეასა და საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ფესტივალის ადგილად საქართველო კონკრეტულად კი ქუთაისი იქნა შერჩეული. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კორეელ და ქართველ პოეტთა შემოქმედებითი საღამო, ასევე ჩატარდა ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა