|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი მეათე დღეა შიმშილობს. მათ  პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს. პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგზარდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა. მოშიმშილეების ოჯახის წევრების განცხადებით, არ არის გამორიცხული, პროტესტმა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლოს.

ავტორი: ნიუპრესი