ჭიათურაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
იმერეთიში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. ჭიათურაში ️მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი პირველი საჯარო სკოლის სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. იმუნიზაციის პროცესში დილიდან აქტიურად ჩაერთო მოქალაქეები.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 400-დან 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ,, Pfizer" - ის, ,,Sinovak" - ის და ,,Sinopharm" - ის ვაქცინებით. ,,Sinopharm" - ის აცრა შეეძლება იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ ვაქცინის გაკეთება.
2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება ,,Sinopharm" - ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე. შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
ავტორი: ნიუპრესი