|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში  კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა.

მათი თქმით, კომპანია მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადანს მოიპოვებს. სამუშაოების შედეგად სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა.

სოფელ შუქრუთში სახლები ნახევრად ან სრულად დანგრეულია, ეზოებში თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა. 

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვდნენ, რაზეც კომპანიის მხრიდან უარის მიღების შემდეგ ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

ცნობისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები  85-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 

ავტორი: ნიუპრესი