ჭიათურაში, სოფელ სვერის კლდეზე ექსტრემალური ბილიკი გაიხსნა
ჭიათურაში, სვერის სათავგადასავლო ბანაკში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკის პრეზენტაცია გაიმართა - "ვია ფერატა", რომელიც კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკია, სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში. ის სათავეს იღებს ალპებიდან,
სვერის "ვია ფერატა" საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია.
საქართველოს მეკლდეურებმა და მოხალისეებმა სოფელ სვერის კლდე სიმბოლურად დალაშქრეს და საქართველოს დროშა აღმართეს.
ახალი ტურისტული ლოკაციის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
პროექტი, ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით განხორცილედა.
ავტორი: ნიუპრესი