|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჭიათურაში ხალხი ითხოვს შველას და არანაირი ყურადღება არ არის" - გიორგი ვაშაძე

 „ჭიათურაში ხალხი ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან, თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში „ჭიათურმანგანუმს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის“, -ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებელის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე  განაცხადა.


მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა არის სხვა რეგიონებშიც და საკითხი პრალამენტმა მთავრობის წინაშე უნდა დააყენოს. 

„ასობით მილიონი დოლარის მადანი  გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან. მაგრამ ჭიათურა ასეთი განადგურებულია. თქვენ იქ არ ჩადიხართ და სურათები წამოგიღეთ.  ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიის რეკრეაცია.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონის მადანი გადის, ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომელიც აქ არის.
პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს. პარტლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩაუჯდეს იმ უზარმაზარ კომპანიებს და თქვენ კონკრეტული სარგებელი მიიღოთ“, განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში ადგილობრივების პროტესტი თითქმის 70 დღეა მიმდინარეობს. პროტესტის უკიდურეს ზომას 8 ადამიანმა მიმართა, მათ შორის 3-მა ქალმა პირი ამოიკერა. 

ავტორი: ნიუპრესი