ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი პოლიტიკურ ოპონენტს პასუხობს
„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კასრაძის განცხადებას პასუხობს. კასრაძის თქმით, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა მედია კავშირ „ობიექტივი“-ს ეთერში მასთან საჯარო დებატებზე.
გიორგი კასრაძემ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან საჯარო დებატები მას შემდეგ მოითხოვა, რაც გაფრინდაშვილმა კასრაძეს საჯაროდ ბოდიში მოხდისკენ მოუწოდა, რადგან ამ უკანასკნელმა „ობიექტივი“-ს ეთერში, გადაცემაში „ღამის სტუდია“ თეიმურაზ გაფრინდაშვილს ბრალდებები წაუყენა. კერძოდ, გიორგი კასრაძემ განაცხადა, რომ გაფრინდაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ფინანსურ რესურსს ხარჯავდა და აღნიშნული მიზნით, სოფელმორძგვეთის მოსახლეობას ხიდი გაუკეთა. კასრაძემ ისიც აღნიშნა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი მძღოლებს იყენებს და მათ კატეგორიულიგაფრთხილება მისცა, არ მიიღონ მონაწილეობა სხვა კანდიდატების მხარდამჭერ აქციებში. გიორგი კასრაძის თქმითვე, თეიმურაზ გაფრინდაშვილიაქტიურად იყო ჩართული ჭიათურის ნგრევაში.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი არ გაურბის არც ერთ დისკუსიას და არც ერთ დებატს, იქნება ეს მედია კავშირ „ობიექტივი“-ს თუ სხვა ტელეკომპანიის ეთერში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილს არ სჭირდება ფინანსური რესურსის გამოყენება არჩევნებში გასამარჯვებლად. მას ამისათვის გაცილებით დიდი რესურსი აქვს და ეს რესურსი ჭიათურელთა სიყვარული, პატივისცემა და ავტორიტეტია. გიორგი კასრაძეს მე მოვუწოდე, თავისი განცხადება შესაბამისი მტკიცებულებებითა და დოკუმენტაციით დაედასტურებინა ან საჯაროდ ბოდიში მოეხადა. როგორც ჩანს, მისთვის ბოდიშის მოხდა ისევე შეუძლებელია, როგორც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. გიორგი კასრაძეს თუ თეიმურაზ გაფრინდაშვილთან საჯარო დებატები უნდოდა, მასა ამის შესაძლებლობა ჰქონდა თუ მეც 12 სექტემბრის „ღამის სტუდიის“ სტუმარი ვიქნებოდი და გადაცემა მაჟორიტარობის მხოლოდ ორ კანდიდატს არ დაუთმობდა თავის ეთერს. აღნიშნულ თემაზე მეტი განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი, რადგან ჩემთვის ამომრჩეველთან კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა. გარდა ამისა, გიორგი კასრაძეს არ ვთვლი იმ დონის ფიგურად და ავტორიტეტად, რომ მის აფსურდულ განცხადებებზე საპასუხოდ დროის დახარჯვა მიღირდეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდა ადამიანია, მაგრამ ზრდილობა და შესაბამისი კულტურა ადამიანს ნებისმიერი ასაკში მოეთხოვება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პოლიტიკაზე და პოლიტიკურ კარიერაზე აქვს ამბიცია“,- აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი