|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის თეატრმა 128-ე სეზონი პრემიერით გახსნა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 128-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა.  

ნოდარ დუმბაძის მოთხრობის "ბოშების" მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი - "ბოშები" რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა. 

დიდი მწერლისთვის დამახასიათებელი ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის ემოცია მსახიობებმა უზადოდ მიიტანეს მაყურებლამდე და სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურეს. 

პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. 

სპექტაკლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორცორციელდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა