„წიგნის სასტუმროს“ მფლობელი ანდრო ქარციძე ქუთაისში თეატრის მოწყობას გეგმავს
ქუთაისელი ანდრო ქარციძე, რომელიც წიგნის სასტუმროს მფლობელია, აპირებს ქალაქში თეატრის მოწყობას, რისთვისაც კრედიტრის აღებას გეგმავდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების მონდომების შედეგად ამ საქმისათვის თანხას საზოგადოება აგროვებს.
„აღმაშენებლის გამზირზე მაქვს სივრცე, სადაც არის ნიკო ნიკოლაძის კლუბი, ასევე წიგნების სასტუმრო, ახლა ამ სივრცეში ვაკეთებ პატარა თეატრს მინი სპექტაკლებისთვის, ლიტერატურული საღამოებისთვის, ივენთებისთვის, ამ საქმეში დახმარების მიზნით ლევან ღამბაშიძემ, კახა კინწურაშვილმა და მათმა სამეგობრომ მათი კეთილი ნებით დადეს ანგარიში სოციალურ ქსელში და ორ დღეში 6300 ლარი შეგროვდა უკვე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოპვანი მხარდაჭერაა, და არამარტო ჩემთვის, მთელი ქალაქისთვის“, - უთხრა ანდრო ქარციძე „newpress.ge"-ს.
პოსტი და ანგარიშის ნომერი სოციალურ ქსელში ფილოსოფოსმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლევან ღამბაშიძემ გაავრცელა.
„ეს იქმება ნახევრადღია სივრცე, სადაც მოეწყობა მცირე დადგმები, წიგნისა თუ პოეზიის კითხვის საღამოები და სხვა შეხვედრები, რომლებიც მსგავს სივრცეში შეიძლება გაიმართოს.
ჩვენი გაცნობის დღის მეორე დღეს ბატონი ანდრო აპირებდა კრედიტის აღებას თეატრის სივრცის მოსაწყობად.
მე მას ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან მჯერა, რომ მის ამ წამოწყებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება საქართველოს მოქალაქეებს შორის.
ვიცი რომ დღეს რეჟიმი ჩვენს ფინამსურ მოხრჩობას ცდილობს. ვიცი რომ დღეს არავის გვილხინს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩვენ საბოლოოდ წავაგებთ, როდესაც ერთმანეთს არ დავუდგებით გვერდში. მით უფრო, როდესაც საქმე საერთო ბრძოლას ეხება.
სადაც რეჟიმი ყველა სივრცედან გვდევნის, ახალი სივრცეების გაჩენა საუკეთესო გამოსავალია.
ხოდა მე ვცდი, დიდი ბოდიშის მოხდით, და გთხოვთ, რომ ანდროს წამოწყებას დავიდგეთ გვერდში.
სულ საჭიროა 18.245 ლარი. დეტალურ ხარჯთაღრიცხვას კომემტარებში ჩავაგდებ.
თუკი ეს იდეა მოგწონთ, ჩარიცხეთ თანხა ამ ანგარიშებზე. შეგროვების შემდეგ თანხას გადავცემ ბატონ ანდროს და მშენებლობის პროცესზეც მოგაწვდით მომავალში ინფორმაციას.
თიბისი - GE20TB5934445061600003
საქართველო - GE12BG0000000161499192
დანიშნულებაში გთხოვთ ჩაწეროთ - თეატრისათვის.
წინასწარ ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის", - დაწერა ღამბაშიძემ სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა