|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიღვარიამ კულტურის სამსახურის გაუქმების მუქარა არჩევნების დროს დაიწყო"

"ჭიღვარიამ კულტურის სამსახურის გაუქმების მუქარა არჩევნების დროს დაიწყო, რადგან იქ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მხოლოდ ორი ადამიანი იყო,  მოსვლისთანავე  კი დაშალა  სამსახური"- განაცხადა  ირაკლი კიკვაძემ, რომელიც ქუთაისის მერს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

  აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის ააიპიდან გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

"ჭიღვარიამ კულტურის სამსახურის გაუქმების მუქარა არჩევნების დროს დაიწყო, რადგან იქ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მხოლოდ ორი ადამიანი იყო,  მოსვლისთანავე  კი დაშალა  სამსახური,  თანამშრომლები გაუშვეს ააიპში მუდმივ თანამშრომლად, ყველას მიეცა შტატი, მხოლოდ მე დავრჩი შტატგარეშე და ხელშეკრულების დასრულებას ოთხი თვე აკლდა, როდესაც გამიშვეს. ააიპის ხელმძღვანელი არის ზონდერი, არაკომპეტენტური და გაუნათლებელი, რომელიც ყველა თანამშრომელს უთვალთვალებს  და არასასურველ კადრებზე მერიაში მიაქვს ენები", -განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

მისი თქმით, ის გამოსაცდელი ვადით არ ყოფილა დასაქმებული და კობა ფხაკაძის განცხადება არის ტყუილი. კიკვაძის განცხადებით, მას შტატს უშუალოდ ჭიღვარია დაპირდა და მიუხედავად დაპირებისა, არ დაინიშნა შტატში. მისი განცხადებით, საქმის შესახებ ინფორმირებულია დიპკორპუსი. პოლიტიკური დევნის გამო ის სასამართლოს მიმართავს.

 შეგახსენებთ,  ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც  ქუთაისის მერია ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. ნათელაშვილს ქუთაისის მერიიდან სპორტული ააიპის ხელმძღვანელმა უპასუხა.

 

შალვა ნათელაშვილი ქუთაისის მერიას უპირისპირდება

 "მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა"- ირაკლი კიკვაძე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი