" Wizz Air" ქუთაისის ავიაბაზისთვის ვაკანსიებს აცხადებს
"Wizz Air" ეძებს ხალისიან, ენერგიულ და პოზიტიურ კანდიდატებს ბორტგამცილებლის/მგზავრების მომსახურე პერსონალის ვაკანტურ ადგილებზე ქუთაისის ავიაბაზისთვის.
გვეწვიეთ ღია კარის დღეს
თბილისში
თარიღი: 2016 წლის 15 მარტი, 09:00. გთხოვთ, ნუ დააგვიანებთ
მისამართი: Best Western Tbilisi, აფაქიძის ქუჩა 11, საბურთალოს რაიონი, 0171, თბილისი, საქართველო
ან ქუთაისში
თარიღი: 2016 წლის 17 მარტი, 09:00. გთხოვთ, ნუ დააგვიანებთ
მისამართ: სასტუმრო Aksai Hotel, ლადო ასათიანის ქუჩა 96, 4600, ქუთაისი, საქართველო
კანდიდატებს ვთხოვთ მკაცრად დაიცვან მითითებული დრო. გთხოვთ, თან იქონიეთ განახლებული ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე, ორი ფოტოსურათი (სახით და სრული სხეულით) და რეკომენდაცია.
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ განცხადება შემდეგ ვებ-მისამართზე: https://wizzair.com/en-GB/career/cabin_crew
ბორტგამცილებლის ძირითად მოვალეობები:
- თვითმფრინავის (A320) და მგზავრთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
- სანიმუშო მომსახურების უზრუნველყოფა და „შინაურული გარემოს“ შექმნა თვითმფრინავის ბორტზე;
- ბორტზე ვაჭრობა;
- ყოველი მოვალეობის შესრულებისას უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაკმაყოფილება და შენარჩუნება.
ძირითად მოთხოვნები:
- საშუალო სკოლის დიპლომი დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების მოწმობით;
- სულ მცირე ერთ წლის მანძილზე მოქმედი პასპორტი;
- ინგლისური ენის გამართულად ცოდნა
- სხეულის გამოსაჩენ ადგილებზე არ უნდა გქონდეთ ტატუ (ხელის მტევანი, სახე, კისერი)
- ცურვის ცოდნა
- უნაკლო ჯანმრთელობა
- კლიენტთა მომსახურების გამოცდილება და რამდენიმე ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- ძალიან კარგ ხელფასს;
- სტაბილურ სამსახურს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
- მეგობრულ და მულტიკულტურულ გარემოს;
- კარიერულ დაწინაურებას საუკეთესო თანამშრომლებისთვის;
- ბორტგამცილებელთათვის სრულ სატრენინგო კურსს.
ავტორი: ნიუპრესი