|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წლების მანძილზე ამ ადგილზე იყო რესტორანი და ეწყობოდა ღია ტიპის კაფეები"

ქუთაისის მერიის პრესსამსახური   "9 აპრილის მემორიალურ  ძეგლთან" რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ მემორიალთან ახლოს რესტორნის ინვენტარის განთავსებაზე მსგავსი ნებართვა მერიიდან გაცემული არ არის. მათი თქმით, რესტორნის მეპატრონეს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

"ქუთაისში რესტორანი ,,პაპავერო“ იხსნება, რომელიც 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარეობს. ვრცელდება ინფორმაცია და კეთდება განცხადებები, რომ რესტორნის ინვენტარი მემორიალთან ახლოს დაიდგმება, რაშიც მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა დაადანაშაულა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მემორიალთან ახლოს რესტორნის ინვენტარის განთავსებაზე მსგავსი ნებართვა მერიიდან გაცემული არ არის. რესტორნის მეპატრონეს დღესაც სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქალაქში, მაგრამ არა გარკვეული ფასეულობების ხარჯზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ წლების მანძილზე ამ ადგილზე იყო რესტორანი და ყოველწლიურად ეწყობოდა ღია ტიპის კაფეები. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში მოხდება",–ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისში მოქალაქეებმა "9 აპრილის მემორიალურ  ძეგლთან"  რესტორნის გახსნა  გააპროტესტეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი