|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭორვილაში ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო სოფელ ჭორვილაში. ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

ჭორვილაში მცხოვრებლებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს. მათი თქმით, პროტესტი ჭიათურაში გააგრძელონ, სოფელში კი ხმაურს არ დაუშვებენ.

„პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალიტებით, პროვოკაცია გსურთ და არაა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში”, – მიმართეს ადგილზე მყოფებმა აქციის მონაწილეებს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 165 დღეა აქციას მართავენ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები შუქრუთში დაბრუნდნენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი