ჭიათურაში მაღაროელები საწარმოს სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ
ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. უკვე მე-16 დღეა, რაც ადგილობრივები საპროტესტო რეჟიმში არიან. აქციები თავდაპირველად მათ ხელფასების მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა მალევე დააყენეს საწარმოს ნაციონალიზაციის, ანუ სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნა.
მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი - ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს.
აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ პროტესტის სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადმოტანას, თუ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ინიციატივას არ გამოხატავს.
ავტორი: