|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვიმა ელჭექით - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კახეთში უამინდობა  27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
აღმოსავლეთ ი და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამასთან, სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ავტორი: ნიუპრესი