წვიმა ელჭექით - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა