წყალბურთში სასკოლო პირველობა დაიწყო
წყალბურთში სასკოლო პირველობა დაიწყო. ტურნირში, რომელიც "ლაგუნაზე" იმართება, ქუთაისის 8 სკოლის 60 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების საპილოტე პროექტია. შეჯიბრის დაწყება მოსწავლეებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით დვალმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ტურნირი 12 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებული სკოლის გუნდს მერიის თასი გადაეცემა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 75%
არა - 25%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა