|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალი არ გვაქვს, მაგრამ გადახდის ქვითრები მოგვდის"- წყალტუბოს სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები წყალთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ქსელი გაუმართავია, რის გამოც ასამდე ოჯახს ორ თვეზე მეტია წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, წყალს წყაროებიდან ეზიდებიან, გადასახადს კი ყოველ თვე იხდიან. მათი თქმით, წყალმომარაგების კომპანია მათ წყალს სპეციალური ავტომობილებით მიტანას დაპირდა, თუმცა არც ეს დაპირება სრულდება.

"ზაფხულია, წყალი გვჭირდება, მაგრამ ორი თვეა, ონკანში წყალი არ მოსულა. წყაროებიდან ვეზიდებით და ძალიან გვიჭირს. ასამდე ოჯახი ვართ ამ მდგომარეობაში, გვპირდებიან, რომ მოგვიტანენ წყალს, მაგრამ ესეც ტყუილი დაპირებაა. წყალი არა, მაგრამ ქვითრები მოდის ყოველ თვე და არარსებულ წყალში ვიხდით თანხას", -განაცხადეს ადგილობროვებმა.

მოსახლეობას მხარდაჭერა გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუცხადა.

 სოფელ ბანოჯას მცხოვრებლების პრობლემებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გამოეხმაურნენ. კომპანიის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის ბექა ბარბაქაძის თქმით, ბანოჯას ტერიტორია მათ ცოტა ხნის წინ გადაეცათ, ადგილზე ნამდვილად არის ხარვეზები და გამოსასწორებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ბარბაქაძის თქმით, შეფერხება რამდენიმე ოჯახს აქვს, რომელთა უზრუნველყოფასაც თავად ახდენენ და ავტომობილებით მიაქვთ წყალი. ბექა ბარბაქაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობა, რომელთაც წყალი არ მიეწოდება,  გადასახადს იხდის. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა