ახალგაზრდული ფესტივალი წყალტუბოში
ხვალ წყალტუბოში ფესტივალი გაიმართება. სანატორიუმ ,,მედეას“ ხეივანი ერთი დღით ,,შემოქმედების ხეივნად“ იქცევა და ახალგაზრდა მუსიკოსებს, მხატვრებს და პოეტებს უმასპინძლებს. მოეწყობა ,,კარვების ქალაქი“, პლენერი- ხატვა მოლბერტზე, ფესტივალის ლოგოს კონკურსი, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კაფე-ბარი ღია ცის ქვეშ და ფერების ფესტივალი. ფესტივალი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ხელის ფერადი ანაბეჭდები ,,შემოქმედების ხეივანში“ და გაერთოთ ღამის დისკოთეკაზე dj თეოსთან ერთად. საღამოს წამყვანია ამიკო ჩოხარაძე.

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


14:20
11:35
17:49
16:38
22:02
















