წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან ,,მედეა“ და ,,თბილისი" გაიყიდა
წყალტუბოს „ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გუშინ 14-დან მხოლოდ 2 სანატორიუმი გაიყიდა. სანატოუმების ,,მედეასა“და ,,თბილისის" ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა.
სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "აკა" 2016 წელს შეიქმნა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 97%-იან წილს ფლობს ჯამათა ჩარკვიანი, 3%-ს კი ლავრენტი ჯინჭარაძე, ის ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.
შპს "ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია" კი, რეესტრის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის ეგვიპტის მოქალაქეს - ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილს. კომპანიის დირექტორია დურმიშხან თიგიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი