|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს მერი სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაინტერესდა

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი  - გრიგოლ იოსელიანი დღეს წყალტუბოში მოქმედ სასტუმროებს ეწვია და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაინტერესდა.

TSKALTUBO PLAZA”  ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, ოთხსართულიანი შენობა 150 ადამიანზეა გათვლილი.  როგორც გენერალურმა მენეჯერმა ლიკა დავითაშვილმა მერს განუმარტა, შენობაში არის საევაკუაციო კიბე, ყველა სართულზე არის ხანძარსაწინააღმდეგო ცეცხლმაქრი, ჩართულია ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც კვამლზეც რეაგირებს. სასტუმროში არის დაწვიმების სისტემაც.

„ჩვენს სასტუმროში სრულად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. საევაკუაციო გეგმა დერეფნებში და ნომრების კარებზეც არის გაკრული, სულ ახლახანს გადავამზადეთ ჩვენი დაცვის თანაშრომლები და ტექ-პერსონალიც მსგავს სიტუაციებში, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების გამოყვანა“, - განაცხადა სასტუმროს გენერალურმა TSKALTUBO PLAZA”-ს   მენეჯერმა.

წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, სასტუმრო „პრომრეთეს“ უსაფრთხოების ნორმებიც მოიკითხა და შენობა დაათვალიერა.

„პრომეთეს“  დირექტორის ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, სასტუმროს  ერთდროულად 100  სტუმრის მიღება შეუძლია და შენობაში სრულად არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. ამჟამად მიმდინარეობს მეორე სართულზე საევაკუაციო გადასავლელის მოწყობის სამუშაოები. შენობაში არის ხმოვანი სიგნალიზაცია, ყველა სართულზე არსებობს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გეგმა, როგორ დერეფანში, ასევე ნომრებში.

„კმაყოფილი დავრჩი ჩვენი სასტუმროების უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხით. რაც ვნახე, შეესაბამება სტანდარტებს, სხვა სასტუროებსაც აქვთ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან. ვთვლი, რომ  ყველაფრისთვის უნდა მზად ვიყოთ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბათუმში, სასტურო „ლეო გრანდში“, გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს “ , - განაცხადა წყალტუბოს მერმა.

მერთან ერთად სასტუმროების უსაფრთოების წესების მდგომარება მერის თანაშემწე ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერა.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა