წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მგელი ფერმის ტერიტორიაზე შეიჭრა და ადგილზე მყოფებს თავს დაესხა. დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
როგორც კლინიკის ექიმი ზურაბ წულაია აცხადებს, პაციენტებს დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ.
მათ ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავება. გაუკეთდათ ანტიტეტანური და ანტირაბიული იმუნიზაცია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაშავებულთაგან ერთი ქალი და ორი მამაკაცია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















