|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ცოტნე ზურაბიანი აირჩიეს. ის ამ პოსტზე მეორედ აირჩიეს. 

"დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. გასული 2 წელი იყო საინტერესო, ნაყოფიერი. მომდევნო 2 წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და პროდუქტიული. მადლობა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის" ,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე ზურაბიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციის კონფერენციამ 2016 წელს თავმჯდომარედ აირჩია. საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა ორ წელიწადში ერთხელ 2-ჯერ გადარჩევის უფლებით ხდება.

 ყრილობაზე 15 დელეგატი და ბიუროს 5 წევრი აირჩიეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა