წყალტუბოს სასამართლომ გარემოსათვის ზიანის მიყენებისათვის „ენკა“ დააჯარიმდა
წყალტუბოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ენკა“ 5 000 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანიას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობის დარღვევას ედავებოდა.
რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გადაწყვეტილება არის მათი აქტიურობის შედეგი და გარემოსდაცვის დეპარტამენტი საკითხით მათი მოთხოვნის შედეგად დაინტერესდა.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად პრეცედენტი და უნდა რცხვენოდეთ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, მინისტრებს, წყალტუბოს მერს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობაში არანაირი დარღვევა არ არის. კომპანიის ნებართვა არ ითვალისწინებს არც აფეთქებით სამუშაოებს, არც ბეტონის ქარხანის ჩადგმას და სხვა სამუშაოებს, რომლებსაც იქ აწარმოებენ. ჩვენი მოთხოვნის შედეგად, მოვიდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელმაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში“, -განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, რიონის ხეობის პროტესტი გაგრძელდება და 23 მაისს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი