წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორე მძიმედ დაშავდა
წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.
ავტომობილში მყოფთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა