წყალტუბოში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება
წყალტუბოში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა, - ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დევნილთა დასახლებაში (გვიშტიბი) 150 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება შენდება, ხოლო სოფელ გეგუთში №11 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.
„ჩვენს მომავალ თაობას უნდა შევუქმნათ ღირსეული სწავლის პირობები და უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების მქონე დაწესებულებებში. რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შენდება და რეაბილიტაცია უტარდება როგორც სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს. დღეს ჩვენ წყალტუბოში ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს”, - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.
პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 5 753 200 ლარით ფინანსდება.
ჯამში, წელს წყალტუბოს წელს რეგიონული განვითარების, ასევე სხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული. მათ შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა პრიორიტეტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა