წყალტუბოში ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა
კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ვანო ჯაფარაძე, გიორგი კეკელიძე, გიზო თავაძე, ავთანდილ ყურაშვილი, ელგუჯა თავბერიძე, ზალიკო ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ასევე, ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 321 ლარი დაიხარჯა. ბიუსტი ტენდერში გამარჯვებულმა "დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა" შექმნა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი