|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სიტყვიერი დასპირისპირების დროს „ქართული ოცნების“ წევრი გარდაიცვალა

 წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.

სიტყვიერი დაპირისპირების დროს გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ფაქტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომხდარი პოლარიზაციის შედეგია, რაზეც პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უცხოელ დონორებს აკისრებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა