|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მომხრეებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

მათი თქნით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ბულინგი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

ჰესის მომხრეების თქმით, მათ არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა.

ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

"ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება", - აცხადებენ ადგილობრივები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა