წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტირებული სკოლის შენობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დაათვალიერა.
240 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. ასევე, სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ავტორი: