|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი იწყება

წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი 16,17 და 18 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალი 16 სექტემბერს, 16 საათზე  წყალტუბოს მუსიკალურ სკოლაში კომპოზიტორ კახა ცაბაძის კონცერტით გაიხსნება. 
17:30 საათზე ფესტივალის თემატიკაზე ცნობილი ფოტოგრაფის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების და FLOWERS LOVERS -ის (ქუთაისი) ყვავილების გამოფენაა დაგეგმილი.
18:00 საათზე კი ფესტივალს ოფიციალურად გახსნის შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს წყალტუბოს ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“, შვეიცარიული ფოლკლორული ანსამბლი “Nidvaldner Huismuisig”. თანამედროვე ცეკვის წარმომადგენლები შვიცარიიდან, „გიჟი პეპლები“ და „იალონი“, წყალტუბოდან და “Ledy Heroine” თბილისიდან.
შაბათს – 17 სექტემბერს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  სანატორიუმების „თბილისი“ და „წყალტუბოს“ შენობების ფოტოგამოფენა გაიმართება. 14 : 00 საათზე კი კინოჩვენება გაიმართება „წყალტუბოს მდუღარე ქვაბები“. მოგვიანებით, სამხატვრო სკოლაში კერამიკის გამოფენა იგეგმება, ყოფილი სავაჭრო ცენტრის – „მერცხალის“ შენობაში კი ბლოგერების ვორკშოფი შედგება. აქვე გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „წყაროები“, სადაც მონაწილეობენ ჯგუფი „ბულიონი“ (თბილისი), ლადო დარახველიძე (არნჰემი პოლანდია), ნინო სეხნიაშვილი (თბილისი), შარლოტე აიფლერი (გერმანია), New Collective (თბილისი), Neue Dringlichkeit (შვეიცარია, გერმანია) და ირინე ჯორჯაძე (თბილისი).
კვირას, 18 სექტემბერს დილიდანვე წყალტუბოს ისტორიის შესახებ გამოფენა იგეგმება, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკის შესასვლელში კი შვეიცარული და ადგილბორივი ფოლკლორული ანსამბლები საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ. მათთან ერთად იქნებიან ზესტაფონის მოცეკვავეთა ანსამბლი „ ძმები“, ჯგუფი “Sparkle” ფოთიდან.
„წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის“ მხარდამჭერია ათამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია. მათ შორის „წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი