|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყლის გადასახადთან ერთად ჰაერის საფასურს ვიხდით"- ზაზა ხელაძე

რატომ ვიხდით წყლის გადასახადთან  ერთად ჰაერის  საფასურს, როდის დასრულდება ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლა, რა თანხა ჯდება ეს პროექტი? - ამ და სხვა საკითხებზე დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა. 

იმერეთის სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია "ასა" და მისი ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე გარკვეული ხნის პაუზის შემდეგ ისევ აგრძელებს წყალმომარაგების სისტების, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს.

როგორც დღევანდელ შეხვერდაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის მიხედვით, ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის 7 ივნისს უნდა დასრულდეს, თუმცა ამ ეტაპისათვის სამუშაოების დასრულების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. 

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ის ინფორმაცია,  რომელიც პროექტის მიმდინარეობას კავშირდება, დახურული აქვს.  პროექტისათვის თავდაპირველად 73 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა სამი წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაემატა.  მიუხედავად ამისა, რომ ქუთაისი ისევ "ავზების ქალაქად" რჩება . მოსახლეობას სახლის სახურავებზე დამონტაჟებულ ავზებში წყლის აქაჩვა ელექტროტუმბების მეშვეობით უხდება, რისთვისაც ელექტროენერგიის გადასახადს დამატებით იხდის, ამასთან, წყლის გადასახადს ზრდის ჰაერი, რომლითაც ივსება მილები,  როდესაც წყლის მიწოდება შეწყვეტილია, წყლის მოსვლის შემდეგ კი მილებიდან ჰაერის გამოსვლას მრიცხველი აფიქსირებს, რაც გადასახადს ზრდის", -განაცხადა ზაზა ხელაძემ.

 მისი თქმით, თურქული კომპანია SMK, არ არის დაინტერესებული სამუშაოების დროულად დასრულებით, ამასთან, დარღვევების გამო მას პასუხსაც არავინ თხოვს.

იმერეთის სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია "ასა" პროექტს "ქუთაისიელი ამომრჩეველის შეხედულება თვითმმართველობისადმი" ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე