|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მეუფე სტეფანე კლინიკაში გადაიყვანეს

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მეუფე კლინიკაში გადაიყვანეს. მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი შეუძლოდ წუხელ გახდა. არსებული ინფორმაციით, მას კუჭში ფარული სისხლდება ქონდა.

ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჯერ ცაგერის კლინიკაში შეიყვანა, შემდეგ კი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას სათანადო მკურბალობა უტარდება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით,  დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება. 

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი