|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის თეატრმა ქალთა კოლონიაში „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა

საგაზაფხულო ღონისძიებების ფარგლებში, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშა.

თეატრის რეჟისორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის თეატრალურმა დასმა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღეები მიულოცა.
სპექტაკლის დასასრულს დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა თეატრის დასს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ მზადყოფნა გამოთქვა მომავალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გვინდოდა, რომ ჩვენი სპექტალით მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. დაწესებულებაში ძალიან კარგი აუდიტორია დაგვხვდა. როგორც ვიცი, აქ არიან ქალბატონები შვილებთან ერთად. ჩვენ რეპერტუარში სხვადასხვა სპექტაკლი და ასევე თოჯინების თეატრი გვაქვს, ამიტომ სიამოვნებით ჩავატარებთ მომავალში მსგავს ღონისძიებას,“ - განაცხადა ირინე ჩხეიძემ.


ღონისძიება ხარაგაულის სახალხო თეატრის ინიციატივითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.

 

ავტორი: ადმინი