ხარაგაულში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა
ხარაგაულში, ბორითიდან დინარი - ერეთისკენ მიმავალ და ბორითი - გოჭოურის დამაკავშირებელ გზაზე, ამ დილით, მიწა ჩამოიშალა.
ხატაგაულის მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მერთან ერთად, შემდგომში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ამ ეტაპზე, გზებზე მოძრაობა აღდგენილია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















