|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

 წელს რვა თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტი გამოვლინდა, -ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.  აქედან მხოლოდ აგვისტოში იმერეთში 7 ფაქტია გამოვლენილი. 

სააგენტოს ცნობით, მხოლოდ გასულ თვეს, აგვისტოში 69 ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის – საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს.

„აგვისტოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამი – მცხეთა-მთიანეთის, 13 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 – სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი – შიდა ქართლის და იმერეთის, ოთხი გამოვლენილია გურიის, ხოლო ერთი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა