|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელფასები გაიზრდება - საირმეში ერთთვიანი გაფიცვა დასრულდა

 „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.  “შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ მიერ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით, მიღწეულ იქნა შეთანხმება გაფიცულ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთ დღეში სამუშაო პროცესს შეუერთდებიან”, —  ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც 20 მარტის ღამით გავრცელდა.

შეთანხმებას ადასტურებს პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძეც. მისი თქმით,   დაკმაყოფილდა როგორც ხელფასის ზრდის, ისე იმ სამი მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა.  

შეთანხმების თანახმად,  დასაქმებულთა ხელფასები 22.5%-ით გაიზრდება, ზეგანაკვეთური ანაზღაურება კი — 125%-ით.

რაც შეეხება  ღამის სამუშაო ანაზღაურების ტარიფს,  34%-ით იზრდება, ყოველწლიურად კი ხელფასები ავტომატურად უნდა გაიზარდოს 2-დან 5%-მდე. ასევე ანაზღაურდება გაფიცვის დღეებიც.

შეთანხმება ქარხნის ტექნიკური მხარის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. 

 “საირმის” 30-ზე მეტი თანამშრომელი 13 თებერვალს გაიფიცა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა