|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში  გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 "ეს არის ადგილი,  სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება მე-12 დაწესებულებაში. ხელის შეშლის პირობაში პატიმარი დაუყოვნებლივ იქნება გადაყვანილი #18 დაწსეებულებაში",  -  განაცხადა ბრეგაძემ. 

შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მსდფგომარეობაში გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება.  

ავტორი: ნიუპრესი