ხელისუფლება პრობლემებს მხოლოდ იქ აგვარებს, სადაც მათი მხარდამჭერები არიან - აქცია სოფელ გეგუთში
ხელისუფლება დაპირებებს მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს უსრულებს - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გეგუთის, სადაც მოსახლეობამ დღეს მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, სოფელს გზის, წყლის, კანალიზაციის და ნაგვის ურნების პრობლემა წლებია აქვს და ამ დრომდე არ მოგვარებულა.
"არ გვაქვს გზა, მოდიან არჩევნების წინ და გვპირდებიან, მაგრამ შემდეგ დაპირებებს არ ასრულებენ, წვიმიან ამინდში ვერ დავდივართ. წყალიც არ გვაქვს, ზაფხულში ძალიან გვიჭირს. ვითხოვთ დახმარებას, მაგრან მარტო დაპირებაა, პრობლემებს მარტო იქ აგვარებენ, სადაც მათი მხარდამჭერები არიან", - აცხადებენ ადგილობრივები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი