|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელფასების ზრდა პრემია-დანამატების გაუქმების მოტივით, არის მოსახლეობის მოტყუება"

მოსახლეობაში არსებული მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, ხელფასების მატებას "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს მერაბ მეშველიანი. 

" ხელფასების ზრდა პრემია-დანამატების გაუქმების მოტივით, ეს არის მოსახლეობის მოტყუება. როცა მოსახლეობას ასე უჭირს, ხელისუფლებაც ვალდებულია,  მეტად მოიჭიროს ქამარი და უფრო სოლიდარულები იყვნენ თანამოქალაქეებისადმი. კანონში პირდაპირ წერია, რომ არ იზრდება პირველი პირების ხელფასები, მაგრამ ისინი ამით არანაირად არ იჩაგრებიან,  მათ შეუძლიათ გამოიწერონ ჯილდო. ამით პირველი პირებისთვის არის დარჩენილი გზა,  რომ მათ კვლავ გამოიწერონ დამატებითი თანხები"-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი. 

 შეგახსენებთ, რომ ხელფასების ზრდა მოხდა ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისის მერიასა და საკრებულოში, რასაც საფუძვლად ახალი კანონი დაედო, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო. აღნიშნულის თანახმად, დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და გასამრჯელო დაერქვა.  ხელფასები მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს არ გაზრდიათ, თუმცა მათ ჯილდოს გამოწერის უფლება დარჩათ.

 

რა ოდენობით გაიზარდა ხელფასები ქუთაისის მერიაში?

შემცირებული შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში

 

ავტორი: ირინა მაკარიძე