|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელოვნების გალერეას ცნობილი ექიმის პორტრეტი საჩუქრად გადაეცა

ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას მე–20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის (1883–1944)  პორტრეტი საჩუქრად გადაეცა. აღნიშნული იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივითა და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" – ს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, ტილო მხატვარ კოტე ქავთარაძის მიერაა შექმნილი, ის ამ დრომდე მისივე სახლში არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც შთამომავლობის ინიციატივით ნამუშევრის გასხვისება მოხდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად,  ოჯახის წევრების მიზანი იყო ტილოს შექმნის ისტორიისა და მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო მასისთვის გამხდარიყო ცნობილი.

სახლი, სადაც სიმონ ლორთქიფანიძის პორტრეტი ინახებოდა,  გერმანელმა ტყვემ დააპროექტა და შემდეგ ეს სახლი თავისი საინტერესო არქიტექტურით ელდარ შენგელაიას ქართულ ფილმშია ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ გადაღებული.

ავტორი: ნიუპრესი