|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმაური და დაპირისპირება გუმათში - დაკავებულია აქტივისტი

ხმაური და დაპირისპირება იყო ისევ გუმათში. ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც აქტივისტებმა "ენკას" ოფისიდან ჯებირებთან გადაინაცვლეს.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს მიღმა გადასვლას ცდილობდნენ, რის შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

სავარაუდოდ, დაკავებულია ერთი პირი. ის სამართალდცველებმა მეორე მხარეს გაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე მდგომარეობა განმუხტულია და მხოლოდ ხმაურის აქცია მიმდინარეობს. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს მეოთხე დღეა ჯებირებზე მუშტების ბრახუნით გამოხატავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი